სტივ მაკმანამანის მესიჯი "რეალს": "ეს ბიჭი გაიფორმეთ!"

image


მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი სტივ მაკმანამანი ფიქრობს, რომ მადრიდის „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის კომპენსაცია კილიან მბაპეს გაფორმებით შეუძლია.

რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლამ „ლოს ბლანკოსის“ შეტევა მნიშვნელოვნად დააკნინა - „რეალს“ ბოლო 4 მატჩია გოლი არ გაუტანია, რაც 1985 წლის შემდგომ პირველად განმეორდა.

მაკმანამანი გახლდათ პირველი ინგლისელი, რომელმაც „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იგი კილიან მბაპეს ან ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერის იდეას ემხრობა.

ყოველდღიურ ესპანურ სპორტულ გამოცემა „Marca”-სთან საუბრისას, მაკმანამანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„კილიან მბაპეს ან ნეიმარის გაფორმება სრულიად შესაძლებელია. დღევანდელ ეპოქაში, შეუძლებელი არაფერია.“

„არ მგონია, რომ „რეალმა“ მბაპეში კოლოსალური თანხა გადაიხადოს, მაგრამ მე არც კრიშტიანუ რონალდუს მიერ „რეალის“ დატოვებას ვვარაუდობდი, ასე რომ...“

49 წლის მაკმანამანის აზრით, 19 წლის მბაპე მადრიდის „რეალში“ კარგად ადაპტირდებოდა და ასაკიც ხელს შეუწყობდა.

„პირადად მე, „პ.ს.ჟ.“-ს სუპერვარსკვლავებიდან „რეალში“ კონკრეტულად მბაპეს ხილვა მსურს.“

„კილიან მბაპე უფრო ახალგაზრდაა, 19 წლისაა. შეგიძლია მას ბევრი ასწავლო და თავადაც ბევრს აითვისებს. ვფიქრობ, მისი გადმოყვანა უფრო მარტივი იქნება.“ - განაცხადა 46 წლის ინგლისელმა.

თავის მხრივ, „რეალი“ „ლევანტეს“ წინააღმდეგ 20 ოქტომბრის მატჩში უგოლო სერიის დასრულებას შეეცდება.

რაც შეეხება სტივ მაკმანამანს, იგი მადრიდის "რეალში" 1999–2003 წლებში თამაშობდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა