"რეალი" "სიტის" ფეხბურთელს გაზრდილ ხელფასს ჰპირდება და "სამეფო კლუბში" ეპატიჟება

image


მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველით რახიმ სტერლინგით დაინტერესდა.

„თეთრები“ ინგლისელი ვინგერის "ლოს ბლანკოსში" გადმოყვანის შესახებ მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებენ.

ახლახანს, „რეალის“ წარმომადგენლები ერთა ლიგის ფარგლებში, ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას (2:3) დაესწრნენ. სევილიაში გამართულ დაპირისპირებაში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა, რამაც „ლოს ბლანკოსის“ რეპრეზენტატორებზე სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა.

რაც შეეხება საკუთრივ „მანჩესტერ სიტიში“ არსებულ სიტუაციას, ინგლისურ კლუბში ფეხბურთელის ბუნდოვანი მომავლის გამო შფოთია შექმნილი. 23 წლის რახიმ სტერლინგის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება, მხარეები კი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ჯერ ვერც კი შეთანხმდნენ.

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა განსაკუთრებით იმაზე ღელავს, რომ სტერლინგთან კონტრაქტის ვერ გახანგრძლივების შემთხვევაში, ახალი წლის შემდგომ, ფეხბურთელის ფასი 100 მილიონი ევროდან საგრძნობლად დაბალ ნიშნულამდე დაეცემა.

მადრიდულ კლუბს ზემოთ აღწერილი გარემოება მშვენივრად ესმის და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ფეხბურთელს გაზრდილ ხელფასს ჰპირდება. „ლოს ბლანკოსი“ სტერლინგის დაბალ ფასში შეძენის იმედს იტოვებს.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი „მანჩესტერ სიტის“ რიგებში 2015 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და ამ მომენტისათვის, იგი კვირაში 180,000 ფუნტს იღებს.

ინფორმაციის წყარო: ყოველდღიური ბრიტანული ტაბლოიდური გაზეთი "Daily Mail".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა