წყარო: "მოდრიჩი "ბერნაბეუზე" მოწყენილია და "რეალის" დატოვებას გეგმავს"

image


ხორვატი ნახევარმცველი „ინტერში“ გადასვლის ალტერნატივას ვერ ივიწყებს და ჯერ-ჯერობით არც მადრიდის „რეალთან ახანგრძლივებს კონტრაქტს.

ყოველდღიური იტალიური სპორტული გამოცემა „La Gazzetta dello Sport” იტყობინება, რომ მილანის „ინტერი“ მადრიდის „რეალისგან“ კვლავ გეგმავს ლუკა მოდრიჩის გადმოყვანას. წყაროს სიტყვებით, მოდრიჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და დამწუხრებულია. ფორმაში არ მყოფ ნახევარმცველს, რომლის კონტრაქტიც 2020 წლის ზაფხულში იწურება, მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არც უსაუბრია.

მოდრიჩის თანამემამულეების სიმე ვრსალკოს, ივან პერიშიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის „ნერაძურიში“ ყოფნა მაესტროს იტალიაში გადაბარგების უმთავრეს ფაქტორად სახელდება.

„ინტერის“ სპორტულმა ხელმძღვანელბმა პიერო აუსილიომ ახლახანს განაცხადა, რომ მოდრიჩის იანვარში გაფორმება შეუძლებელია, მაგრამ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების გაფორმების სურვილი კვლავ ცოცხლობს.

მილანის „ინტერს“ ლუკა მოდრიჩის სენსაციურ ტრანსფერთან აგვისტოს დასაწყისიდან აკავშირებდნენ. ზოგიერთი გამოცემა იუწყებოდა, რომ „ინტერი“ ხორვატს წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურებას პირდებოდა, ზოგნი კი მიიჩნევდნენ, რომ „ინტერს“ მოდრიჩის იჯარით გადაყვანა ერჩივნა, რათა ფინანსური ფეარ-პლეისთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნოდა.

როგორც არ უნდა იყოს, სიტუაცია არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდგომ შეცვლილა. მეორე იტალიური გამოცემა „Corriere dello Sport” კი გვამცნობს, რომ „ინტერი“ მოდრიჩის გაფორმებას იანვარშიც შეეცდება. იტალიური გრანდი ფლორენტინო პერესის დარწმუნებაში შეეცდება, რათა ამ უკანასკნელმა მოდრიჩი როგორმე დათმოს.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა "ინტერისა" და ხორვატის შესახებ აგორებულ ჭორებს "ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ნონსენსი" უწოდა.

წყარო: "მოდრიჩი "ბერნაბეუზე" მოწყენილია და "რეალის" დატოვებას გეგმავს"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა