120 მილიონი ევრო - მანჩესტერული კლუბები ისკოს გაფორმებას ცდილობენ

image


"სამეფო კლუბის" ფეხბურთელი ისკო შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე" აღმოჩნდეს.

თუკი უწინ ისკოს შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ესპანელით "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული, ახლა "ბებერ ქალბატონს" მანჩესტერული კლუბები - "იუნაიტედი" და "სიტიც" შეუერთდნენ.

წარუმატებელი სეზონის ფონზე, "რეალი" მზადაა ისკო 120 მილიონ ევროდ გაყიდოს. ამ თანხას "ლოს ბლანკოსი" გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

თავის მხრივ, იწერება ისიც, რომ ისკოს "პ.ს.ჟ." ყურადღებით აკვირდება.

წლევანდელ ესპანეთის ჩემპიონატში, ისკომ ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა - მან მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თუმცაღა, "მარკას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით ახლახანს შევიტყვეთ, რომ ისკოს ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა სურს, თუნდაც სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს.

ინფორმაციის წყარო: ბრიტანული გამოცემა "Goal".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა