"რეალის" 3 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ზიდანი უკვე დაემშვიდობა
სპორტული ვებგვერდი "TribalFootball" ასახელებს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთაც "მერენგესის" დატოვება მოუწევთ.
თავის მხრივმ "TribalFootball" ეყრდნობა გამოცემა "ABC"-ის ინფორმაციას, რომელიც ამბობს, რომ ზიდანი მადრიდისტებს უკვე ელაპარაკა და ამცნო, თუ ვინ დატოვებს გუნდს და ვინ დარჩება.
დანი სებალოსი, სერხიო რეგილონი და მარკოს ლორენტე ზაფხულში "სამეფო კლუბს" დატოვებენ.
რაც შეეხება მარიანო დიასსა და ფედერიკო ვალვერდეს, მათთვის უკეთესი სიახლეა - ზიდანს მათი გუნდში შენარჩუნება სწადია.
ძირითადად ტრავმების გამო, მიმდინარე სეზონში მარიანო დიასმა მოედანზე დიდი დრო ვერ გაატარა, მაგრამ ფრანგ სპეციალისტის მისი იმედი აქვს.
ბოლო სიახლეები