ესპანური ტელეარხი: "მადრიდის "რეალმა" კრისტიან ერიქსენთან შეთანხმებას მიაღწია"

image


მადრიდის "რეალი" დარწმუნებულია, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს გაიფორმებს.

"სამეფო კლუბი" 27 წლის დანიელში ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ხედავს.

დღეს დილით, ესპანურმა ტელეარხმა "El Chiringuito"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მადრიდის "რეალმა" ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

"El Chiringuito"-ს ჟურნალისტის ხაიმე ასტრაინის თქმით, ფინანსური დეტალები და პერსონალური პირობები ორივე მხარემ უკვე შეათანხმა.

თუკი აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, ერიქსენის გაფორმების ამბავი ფორმალურად დასრულებულია, მაგრამ ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი აკავშირებს, რომელშიც 1 წელი კიდევ აქვს დარჩენილი. ამისდა მიუხედავად, დანიელი "დეზებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ეგების, ინერტულობა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მან "სამეფო კლუბის" მაისური უნდა მოირგოს?


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა