მიზეზი, რის გამოც ბეილი არ დაემშვიდობა არც თანაგუნდელებსა და არც გულშემატკივრებს

image


სპორტული გამოცემა "TribalFootball" მიიჩნევს, რომ ზაფხულში, გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" დატოვებას არ გეგმავს.

"ლა ლიგის" გათამაშების ბოლო მატჩში "ბეტისის" წინააღმდეგ, უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანმა არ ათამაშა. ამ მომენტამდე არსებობს სერიოზული ვარაუდი იმისა, რომ ბეილი კვირას "რეალთან" ერთად ბოლოჯერ ვიხილეთ.

მას შემდგომ, რაც ზინედინ ზიდანმა ბეილი მოედანზე არცერთი წუთით არ შეუშვა, მატჩის დასრულების შემდგომ, უელსელმა ვინგერმა პირდაპირ გასახდელს მიაშურა, მას არც გულშემატკივრებისთვის გადაუხდია მადლობა და არც თანაგუნდელებთან ყოფნა ისურვა.

ბეილის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ტოტენჰემთან" აკავშირებენ, მაგრამ ესპანური გამოცემა "მარკა" მოგვიწოდებს, რომ დასკვნების გამოტანისას არ ვიჩქაროთ.

"მარკას" აზრით, გარეტ ბეილი არავის დამშვიდობებია არც თანაგუნდელებს, არც სამწვრთნელო შტაბსა და არც გულშემატკივრებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი მადრიდის "რეალის" დატოვებას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ბეილს "ბეტისის" წინააღმდეგ თამაში სურდა, რათა გულშემატკივრებისგან ოვაცია და აპლოდისმენტები მიეღო. ზინედინ ზიდანის უარის შემდგომ, უელსელი მეტი რაღა ექნა - იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ხალისიანად, სიცილ-კისკისით აკვირდებოდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა