წავიდა.... ნავასი "ბერნაბეუზე" შეკრებილ გულშემატკივრებს საბოლოოდ დაემშვიდობა

image


"ბეტისის" წინააღმდეგ გამართული მატჩი სეზონის ბოლო დაპირისპირება იყო, ხოლო კეილორ ნავასისთვის ის მადრიდის "რეალში" ჩატარებულ ბოლო შეხვედრას წარმოადგენდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:2 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, 32 წლის გოლკიპერი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

ფინალური სასტვენის შემდგომ, ნავასისთვის საკმაოდ ემოციური მომენტი შეიქმნა. კოსტა-რიკელი უხვი ემოციებით დააჯილდოვეს, რის სანაცვლოდაც, ნავასმაც დიდი სითბო გამოხატა.

კეილორ ნავასი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც დღეს სტვენას გადაურჩა.

მართალია გოლკიპერმა ანდალუზიურ კლუბთან 2 გოლი გაუშვა, მაგრამ მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა სწორედ კეილორთან ერთად მოიგო. გულშემატკივრებს ეს არ ავიწყდებათ.

კოსტა-რიკელმა მეკარემ "სამეფო კლუბში" თავისი კარიერა იკერ კასილასის შემცვლელად დაიწყო, შემდგომ კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ჩამოყალიბდა. წლევანდელ სეზონში მან კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, იმდენად, რამდენადაც "ლოს ბლანკოსის" ძირითადი მეკარის ადგილი ტიბო კურტუამ დაიკავა.

ზინედინ ზიდანი იმედს ტიბო კურტუაზე ამყარებს და სწორედ ბელგიელთან ერთად აპირებს 2019/20 წლების კამპანიის ჩატარებას. ზიდანის შვილი ლუკა ზიდანი კურტუას შემცვლელი იქნება და სათადარიგოთა სკამზე ნავასის ადგილს დაიკავებს.

მას შემდგომ, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა კეილორი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, მალევე მოედანზე კეილორის ოჯახიც გამოჩნდა. გამომშვიდობებისას, მათ ერთად ფოტოც გადაიღეს. დიახ, სამწუხაროდ ეს "ბერნაბეუზე" ნავასის ბოლო მატჩი იყო...

წავიდა.... ნავასი "ბერნაბეუზე" შეკრებილ გულშემატკივრებს საბოლოოდ დაემშვიდობა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა