დასახელდა თანხის მოცულობა, რომელსაც "რეალი" ზაფხულის ტრანსფერებში დახარჯავს

image


ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" გვატყობინებს, რომ მადრიდის "რეალმა" ზაფხულის ტრანსფერებისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყო.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდული გრანდი თავისი ფეხბურთელების გაყიდვით დამატებით 200 მილიონ ევროს მიიღებს. ახალი მოთამაშეების გასაფორმებლად, აღნიშნულ თანხას 100 მილიონი ევროც დაემატება.

თუმცაღა, "მარკა" ამბობს, რომ 300 მილიონი ევრო ფიქსირებული თანხა არ არის. თუკი სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდება მაგალითისათვის "პ.ს.ჟ."-ს ფორვარდი ნეიმარი, თანხის მაჩვენებელი უდავოდ გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" "პორტუდან" ედერ მილიტაო 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკვე გაიფორმა. "ლოს ბლანკოსმა" მეორე ბრაზილიელიც შემოიერთა, ამჯერად "სანტოსიდან" - ეს გახლავთ როდრიგო, რომლის სატრანსფერო ღირებულებამ 45 მილიონი ევრო შეადგინა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "თეთრებმა" "არისტოკრატების" ვინგერი ედენ აზარი და ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩიც გაიფორმეს და "სამეფო კლუბი" ამ ტრანსფერებს ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაადასტურებს.

სავარაუდოდ, მადრიდის "რეალს" 10-ზე მეტი ფეხბურთელი დატოვებს, სიის სათავეში კი გარეტ ბეილს მიიჩნევენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა