Breaking News: "მადრიდის "რეალმა" იოვიჩთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

image


მაისის დასაწყისში, ესპანურმა გამოცემამ "AS"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტისგან" ლუკა იოვიჩი 60 მილიონ ევროდ გაიფორმა. ამის შემდგომ, ეს ამბავი სხვა სპორტულ გამოცემებშიც გავრცელდა.

რამდენიმე საათის წინ, პრესტიჟულმა "Sky Sports"-მაც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. ამ უკანასკნელს თუ დავუჯერებთ, თავდამსხმელმა მადრიდის "რეალთან" ხელშეკრულებას ხელი ახლახანს მოაწერა.

Sky Sports-ის გარდა, იოვიჩის გაფორმების ამბავს ამ წუთებშიაც ადასტურებენ სხვა სპორტული გამოცემები და ავთენტური წყაროები - AS, Marca, Mirror, 90min, Daily Mail, beIN Sports USA, Metro, The Sun და სხვა...

იოვიჩმა "ლოს ბლანკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ფეხბურთელი ანაზღაურების სახით, სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

მადრიდის "რეალი" იოვიჩს მომავალ კვირას წარადგენს, მაშინ როდესაც "აინტრახტისთვის" "ბუნდესლიგის" კამპანია დასრულდება.

მოვლენები სწრაფად ვითარდება.

ბრაზილიელი მცველის ედერ მილიტაოს შემდგომ, 21 წლის იოვიჩი მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელიც მადრიდის "რეალს" ზაფხულში შემოუერთდება.

სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გერმანულ კლუბში არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა. მან 27 გოლი გაიტანა, აქედან 10 - ევროპის ლიგაზე.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, იოვიჩის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევრო გახლდათ. ამ თანხიდან 12 მილიონს იოვიჩის ყოფილი კლუბი "ბენფიკა" მიიღებს.

წყაროს ლინკი: იოვიჩის ტრანსფერი [Sky Sports]


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა