მთავარი მიზეზი, რის გამოც ზიდანი "რეალიდან" წავიდა ისევ აქტუალურია და მეორდება!

image


გასულ შემოდგომას, უცხოურმა მედია საშუალება"Tribalfootball"-მა ზინედინ ზიდანის "რეალიდან" წასვლის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ, გარეტ ბეილს უკავშირდებოდა.

აღნიშნული წყაროს თანახმად, ფრანგი სპეციალისტი ფლორენტინო პერესს იანვარში შეუთანხმდა, რომ ზაფხულში "რეალი" უელსელ ფეხბურთელს გაყიდდა და მის ნაცვლად სხვა ვარსკვლავს იყიდდა, მაგრამ ფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ, "სამეფო გუნდის" პრეზიდენტმა პირობა შეცვლა და ბეილი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად მიიჩნია.

შესაბამისად, ზიდანის მოთხოვნა სხვა ვარსკვლავის მოყვანის შესახებ დღის წესრიგიდან მოიხსნა, ფრანგმა სპეციალისტმა კი პრეზიდენტის სიტყვის გატეხვა შეურაცხყოფად მიიღო და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ბეილის კომპლექსური საკითხი დღეისთვისაც მეტად აქტუალურ თემად რჩება. ვინგერის მომავალი გაურკვეველია. მაღალი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, 29 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბს" დატოვებს და ზიდანსაც შეეძლება მისი რჩეულის, როგორც ჩანს ედენ აზარის "ლოს ბლანკოსში" მოყვანა.

წყარო: ორიგინალი სტატია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა