ცნობილია თუ როდის გამოაცხადებს მადრიდის "რეალი" აზარის ტრანსფერს ოფიციალურად

image


მიმდინარე თვეში, მადრიდის "რეალი" "ჩელსის" ფეხბურთელის ედენ აზარის გაფორმებას ოფიციალურად დაადასტურებს. ტრანსფერის ღირებულებად 100 მილიონი ევრო სახელდება.

ბელგიელი ვარსკვლავის "ლოს ბლანკოსში" ტრანსფერი გარდაუვალია. აზარის ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგება საიდუმლოდ ვერ მოხდებოდა, რადგანაც ვინგერი "ლა ლიგაში" თამაშის სურვილს არასდროს მალავდა.

ფრანგული გამოცემა "L'ÉQUIPE" მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალი" აზარის გაფორმებას ოფიციალურად ევროპის ლიგის ფინალის შემდგომ დაადასტურებს. ეს დაპირისპირება, რომელიც "ჩელსისა" და "არსენალს" შორის გაიმართება, 29 მაისს, ბაქოში შედგება. ეს იქნება აზარის ბოლო თამაში "არისტოკრატებთან" ერთად.

ასევე, ედენი "ლურჯების" რიგებში ა.შ.შ.-ში, "ნიუ ინგლანდ რევოლუშენის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.

"ჩელსისთან" გამოთხოვების ფონზე, აზარი ეროვნულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებს ითამაშებს. ბელგიის ეროვნული ნაკრები ყაზახეთსა და შოტლანდიას ივნისში დაუპირისპირდება, რის შემდგომაც, 28 წლის ფეხბურთელი "რეალში" თავის თანამემამულე ტიბო კურტუას შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსიში" 2012 წლიდან ასპარეზობს. "ლილიდან" "სტემფორდ ბრიჯზე" მისი ტრანსფერის ღირებულებამ 36 მილიონი ევრო შეადგინა.

ფეხბურთელის კონტრაქტში 1 წელიღა რჩებოდა და როგორც ჩანს, ეს ფაქტორი მხარეებს შორის შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევის კატალიზატორი აღმოჩნდა.

ცნობილია თუ როდის გამოაცხადებს მადრიდის "რეალი" აზარის ტრანსფერს ოფიციალურად



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა