ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონა" და "პ.ს.ჟ." ვერ მისწვდნენ, "რეალმა" კი 20 წუთში გაიფორმა

image


1 წელიწადზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდგომ, რაც მადრიდის "რეალმა" ჯეკპოტი მოხსნა, დაადასტურა რა ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, როდრიგო გოესის გაფორმება.

ვინისიუს ჟუნიორის გაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მადრიდის "რეალი" სხვა ევროპულ კლუბებზე კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიდა, განსაკუთრებით კი "ბარსელონაზე" ამაღლდა.

როდრიგომ ნათელყო, რომ მისი სურვილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში იყო.

ახლახანს მიცემულ ინტერვიუში, როდრიგო გოესი გამოტყდა, რომ "ლოს ბლანკოსში" თამაში ბავშვობიდან მის ოცნებას წარმოადგენდა. მან "იუვენტუსთან", "პარი სენ-ჟერმენთან" და "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები აწარმოა. სწორედ ეს უკანასკნელი დაწინაურდა, მაგრამ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის სწრაფ მანევრირებას, ფლორენტინო პერესის მიერ აქტიური გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა იუნი კალაფატმა და ხოსე კარლოს პერესმა ფლორენტინო პერესს აცნობეს, რომ როდრიგო გოესი "რეალში" გადმოსვლას მიესალმებოდა. ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევას 20 წუთიც კი არ დასჭირვებია.

"ბარსელონასთვის" ფეხბურთელის მიყიდვის სურვილი თავად "სანტოსსაც" კი არ ჰქონია, რადგანაც ნეიმართან დაკავშირებით კატალონიურ კლუბთან კვლავ პრობლემები აქვს.

როდრიგო ინფორმირებული იყო მისით დაინტერესებული კლუბების შესახებ, მაგრამ როდესაც ჰორიზონტზე მადრიდის "რეალი" გამოჩნდა, ყველა სხვა ალტერნატივა დაიჩრდილა.

17 წლის გოესმა თავისი სურვილი პირად აგენტ ნიკ არკურს აცნობა და "ლოს ბლანკოსმა" ნიჭიერი ახალგაზრდა 45 მილიონ ევროდ გაიფორმა.

დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ მადრიდის "რეალს" შეუძლია იყოს ასეთი გამორჩეული. ფეხბურთელებში "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელის ხსენება აუხსნელ, გამორჩეულ ფიქრებს, ემოციებსა და მუხტს იწვევს... "სანტიაგო ბერნაბეუზე" 18 წლის გოესის გამოჩენას მოუთმენლად ველით!

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა