"რეალმა" მბაპესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

image


წყარო "RMC"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "პ.ს.ჟ."-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეში 280 მილიონი ევროს გადახდას სულაც არ გეგმავს.

მიმდინარე წლის მარტში, ფრანგულმა გამოცემამ "France Football"-მა დაწერა, რომ ზინედინ ზიდანს ტრანსფერებზე 350 მილიონი ევროს დახარჯვა შეეძლო, "თეთრების" მთავარი სამიზნე კი სწორედ მბაპე იყო.

ახლა უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ "სამეფო კლუბი" ტრანსფერებზე გამოყოფილი თანხის 80%-ის ერთ ფეხბურთელში დახარჯვას არ აპირებს.

შექმნილ ვითარებას ისიც ემატება, რომ ცოტა ხნის წინ, თავად მბაპემ "რეალზე" ასეთი კომენტარი გააკეთა: "მადრიდის "რეალი" დიდებული გუნდია. ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვიყავი ზინედინ ზიდანით, თუმცა "ლოს ბლანკოსის" თამაშებს მხოლოდ თაყვანისმცემლის როლში ვუყურებ. მეტი არაფერი, მე პარიზში დავრჩები, აქ კონკრეტული გეგმის ნაწილი ვარ."

მიმდინარე სეზონში, მბაპემ საკლუბო დონეზე 41 მატჩი ჩაატარა. მან 36 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა