კურტუასა და ნავასის მომავალი გაირკვა

image


მომდევნო სეზონში, მადრიდის "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს.

ესპანური გამოცემის "AS"-ის ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ბელგიელს უკვე ამცნო. აღინიშნება ისიც, რომ "სამეფო კლუბის" ბოსები კურტუას ასპარეზობით კმაყოფილნი არ არიან და იმედოვნებენ, რომ მეკარე კვლავ შეძლებს იმ ფორმის დემონსტრირებას, რაც მან 2018 წლის მუნდიალზე აჩვენა.

იგივე წყარო ამბობს, რომ ზაფხულში გუნდს კეილორ ნავასი დატოვებს. მიუხედავად ზიდანის სიმპატიებისა, "რეალში" ძლიერი მეკარის სათადარიგოთა სკამზე ყოფნის აზრს ვერ ხედავენ.

ნავასის პირადმა წარმომადგენელმა ჟორჟე მენდეშმა უკვე დაიწყო თავისი კლიენტის მომავალი კლუბის ძიება. ვარაუდობენ, რომ კოსტა-რიკელი ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.

პარალელურად, მაღალია იმის ალბათობა, რომ "ლეგანესში" განათხოვრებული უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი კვლავ "სამეფო კლუბს" დაუბრუნდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა