ტადიჩის გაფორმებაზე "რეალმა" უარი განაცხადა

image


მადრიდის "რეალი" "აიაქსისა" და სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ დუშან ტადიჩს აღარ გაიფორმებს.

როგორც იცით, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, ამსტერდამის "აიაქსმა" მადრიდის "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4:1 ანგარიშით სძლია. ესპანური გამოცემის "Marca"-ს ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, 30 წლის ფორვარდის პირადმა წარმომადგენლებმა "სამეფო კლუბს" მისი კლიენტის სერვისი შესთავაზეს. მაშინ ტადიჩმა თავი გამოიჩინა - მან 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1 გოლის გატანაც შეძლო.

ახლახანს გაირკვა, რომ "ლოს ბლანკოსი" ფორვარდს აღარ გაიფორმებს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი უკვე 30 წლისაა.

მიმდინარე სეზონში, "აიაქსის" რიგებში, ყველა ტურნირის ჯამში, დუშან ტადიჩმა 52 მატჩი ჩაატარა. მან 34 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტადიჩის კონტრაქტი ამსტერდამულ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში. სერბის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა