გეგმა B: პოგბას ვერ გაფორმების შემთხვევაში, "რეალი" ამ ფეხბურთელს დაიმატებს

image


იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას გაფორმებას ვერ მოახერხებს, "სამეფო კლუბი" მთელ ძალისხმევას "აიაქსის" ფეხბურთელის, დონი ვან დე ბეკის დამატებისკენ მიმართავს.

უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიო ჩემპიონის სახელს მადრიდულ გრანდთან აკავშირებენ, მაგრამ კონკრეტიკისგან ნამდვილად შორს ვართ.

ჯერ-ჯერობით, 26 წლის ფრანგი "რეალის" ზაფხულის სატრანსფერო სამიზნედ მაინც რჩება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოგბას "ლოს ბლანკოსში" გადასვლას ხელს უშლის სულშერის სურვილი ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნებისა, მოთამაშის მაღალი ხელფასი და სკანდალებით ცნობილი აგენტი მინო რაიოლა.

წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, "თეთრებმა" გეგმა "ბ" შეიმუშავეს - "გალაქტიკოსი" ვან დე ბეკის გაფორმებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში, "აიაქსის" რიგებში, ყველა ტურნირის ჯამში, 22 წლის ჰოლანდიელმა 53 მატჩი ჩაატარა. მან 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდის კონტრაქტი ჰოლანდიურ გუნდთან 2022 წლამდეა ძალაში.

რაც შეეხება თავად დონის, მან განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს გაასაჯაროვებს.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა