მეტად სასიამოვნო ინფორმაცია ერიქსენის "რეალში" ტრანსფერის შესახებ

image


საფეხბურთო სამყაროსთვის, მადრიდის "რეალის" დიდი ინტერესი "ტოტენჰემის" ვარსკვლავის კრისტიან ერიქსენის მიმართ, სიახლე უკვე აღარაა. მომავალ სეზონში, 27 წლის დანიელი შესაძლოა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვიხილოთ იმდენად, რამდენადაც, მადრიდის "რეალმა" ფეხბურთელთან ვერბალურ შეთანხმებას უკვე მიაღწია. "სამეფო კლუბი" ერიქსენს უკეთეს კონტრაქტს უმზადებს, რომლის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი წელიწადში 4 მილიონ ევროზე მეტ ანაზღაურებას მიიღებს. ამჟამად, სწორედ ამ თანხას იღებს კრისტიანი "ტოტენჰემთან" მოქმედი კონტრაქტის პირობების თანახმად. სიტყვიერი შეთანხმება წარმატებული ტრანსფერის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. "რეალთან" სხვა ვარსკვლავების სახელებსაც აკავშირებენ, რომელთაგანაც რამდენიმემ უარყო "სამეფო კლუბში" გადასვლის სურვილი - პირველ რიგში, ესენი გახლდნენ მბაპე, ნეიმარი და მანე. აღსანიშნავია, რომ ერიქსენი დუმს და ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს.

ახლა, მადრიდის "რეალის" მომდევნო დავალება "ტოტენჰემის" წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პროცესი ფრიად კომპლექსურია. 2012 წელს, ლუკა მოდრიჩის ოფიციალურად გაფორმების წინაპერიოდში გამართული მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად გაჭიანურდა. საბოლოოდ, ხორვატი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 27 აგვისტოს გადმოვიდა. ესპანეთის დედაქალაქში მისი ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევრო გახლდათ. დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა გარეტ ბეილთან მიმართებითაც - უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერმა საბოლოო სახე 2013 წლის 31 აგვისტოს მიიღო. "ტოტენჰემსა" და "რეალს" შორის ბოლო მოლაპარაკებები 2018 წლის ივნისში, ზინედინ ზიდანის წასვლის შემდგომ გაიმართა. ფლორენტინო პერესს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა სურდა, მაგრამ ამ განზრახვამ ინგლისური გრანდის პრეზიდენტის, დანიელ ლევის აღშფოთება გამოიწვია.

პირველად, "სამეფო კლუბმა" ერიქსენის მიმართ არსებული ინტერესი 2018 წლის ბოლოს გააჟღერა და შეიტყო, რომ დანიელი ფეხბურთელის გაფორმება "ლოს ბლანკოსს" 250 მილიონი ევრო დაუჯდებოდა. გავიდა დრო. დანიელმა ფეხბურთელმა "ტოტენჰემთან" კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. იმ ფაქტმა, რომ კრისტიანის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 2020 წელს იწურება, ბიძგი მისცა რიგ ბრიტანულ გამოცემებს გამოეთქვათ ვარაუდი, რომ "ტოტენჰემი" "რეალისგან" 150 მილიონიან შემოთავაზებასაც სიამოვნებით დათანხმებოდა. თავის მხრივ, "მადრიდი" იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ეს თანხა კიდევ უფრო დაბლა დაიწევდა.

ცხადია, ის ფაქტი, რომ დანიელს კონტრაქტში მხოლოდ 1 სრული სეზონიღა რჩება, მადრიდის "რეალის" სასარგებლოდ მუშაობს. "ტოტენჰემს" ჰარი კეინის კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებასთან და ანაზღაურების გაზრდასთან მიმართებით, ისედაც საკმარისი პრობლემები შეექმნა. ინგლისურ კლუბს არ სურს, რომ მსგავსი რამ კვლავ განმეორდეს.

მადრიდის "რეალი" ერთადერთი მხარეა, რომელიც ერიქსენით სერიოზულადაა დაინტერესებული. "ტოტენჰემის" მიერ ახალ მოედანში გაღებული სერიოზული ინვესტიციის შემდგომ, კლუბს ბოლო ორ სატრანსფერო პერიოდში არავინ უყიდია და ფულად კაპიტალზე ახლა უარი ნამდვილად არ უნდა თქვას.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა