"რეალში გადასვლა? თქვენ წერთ, მე კი უბრალოდ ვკითხულობ და ვიღიმი"

image


როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ვინგერის, სადიო მანეს სახელს მადრიდის "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ. ამ ამბავს თავად 27 წლის ფეხბურთელიც გამოეხმაურა.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, მანემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მადრიდის "რეალში" გადასვლა? მეგობრებო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ყველაფერს ჟურნალისტები თავად იგონებთ. ისღა მრჩება, ეს ამბები წავიკითხო, გავიღიმო და მეგობრებთან ერთად განვიხილო. ისინიც ჩემს მსგავსად ადევნებენ თვალს ინტერნეტში გავრცელებულ სიახლეებს."

"ესპანეთის ჩემპიონატს პატივს ვცემ, მაგრამ "ინგლისის პრემიერ ლიგა" სულ სხვა საფეხურია, ეს მაგიური შეჯიბრებაა. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს "ნისლიან ალბიონზე" ასპარეზობა."
- ციტირებს ბრიტანული გამოცემა "Daily Mail" სადიო მანეს სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში, "ლივერპულის" რიგებში, ყველა ტურნირის ჯამში, მან 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანემ მეტოქე გუნდთა კარი 24-ჯერ აიღო და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2023 წელს იწურება.

ცოტა ხნის წინ, მანეს სხვა ინტერვიუც გავრცელდა, სადაც იგი აცხადებს, რომ სურს "ლივერპულის" ლეგენდა გახდეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა