ნეიმარს არ ასვენებენ

image


მასმედია "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს თავს არ ანებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარის საფრანგეთში დარჩენის სურვილი აშკარაა და ეს თავად ფეხბურთელსაც არაერთხელ აღუნიშნავს, მასმედიაში აქტიურად ცირკულირებს ხმები მისი "რეალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

ამჯერად, თუ აღნიშნულ ხმებს დავუჯერებთ, ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თავის თანაგუნდელ მარსელოს ამცნო, რომ მას მადრიდის "რეალში" თამაში სურს.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად ესპანური ტელეარხის - "El Chiringuito de Jugones"-ის ეთერში გააჟღერა ადგილობრივი გამოცემის "Marca"-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა ედუარდო ინდამ. ამის შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია მრავალ პოპულარულ სპორტულ გამოცემაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, ნეიმარს კვლავ მოუწია სეზონის ნაწილის გამოტოვება.

ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელი თავად "უეფამაც" დაამწუხრა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის მიმდინარეობისას, ნეიმარი სოციალური ქსელის მეშვეობით, უხამსი რეპლიკით გამოეხმაურა "პ.ს.ჟ."-ს კარში დანიშნულ პენალტს. ამ ფაქტს "უეფას" რეაქცია მოჰყვა და ნეიმარს მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 3 ჯგუფური ეტაპის თამაშის გამოტოვება მოუწევს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 27 წლის ბრაზილიელმა 14 მატჩი გამართა და 13 გოლის გატანა შეძლო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა