მოლაპარაკებები დაწყებულია - "ლიონის" პრეზიდენტმა "რეალს" ნდომბელეს ფასი ამცნო

image


ზაფხულში, "ლიონის" ცენტრალური ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე შესაძლოა მადრიდის "რეალს" შემოუერთდეს.

"სამეფო კლუბმა" 22 წლის ნახევარმცველის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ფეხბურთელით "იუვენტუსი" და "პ.ს.ჟ."-ც არიან დაინტერესებულნი.

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ მადრიდის "რეალის" 50 მილიონ ევროიანი შემოთავაზება უარყო და 22 წლის ფეხბურთელის საწყის ფასად 100 მილიონი ევრო დაასახელა. ეს მხოლოდ საწყისი ფასია და მოლაპარაკებების შედეგად, "ლოს ბლანკოსს" ნდომბელეს 70-80 მილიონ ევროდ გაფორმება თავისუფლად შეეძლება.

ნდომბელეს "პრემიერ ლიგაში" გადასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ "მანჩესტერ სიტისთან" და "ტოტენჰემთან" მას იქამდე აკავშირებდნენ, სანამ ზიდანი "რეალის" სათავეში მოვიდოდა. მოგვიანებით, ესპანურ და ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ სპეციალისტი თანამემამულის გაფორმებით სერიოზულად იყო დაინტერესებული და მას მარტივად არ დათმობდა.

ტანგი ნდომბელეს კონტრაქტი "ლიონთან" 2023 წლამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, მან 44 თამაში ჩაატარა, 2 გოლის გატანა შეძლო და 7 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა