The Sun: პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსპექტივას ვერ ხედავს და "რეალს" უმიზნებს

image


ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემა "The Sun" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერს უკანასკნელ მატჩებში თავისი კლუბის არასახარბიელო შედეგები მეტად აწუხებს.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს განუცხადა, რომ უკვე მრავალი წელია, გუნდს რეალური წარმატებისთვის არ მიუღწევია და "მანჩესტერში" დარჩენის პერსპექტივას ვეღარ ხედავს. მას კლუბის დატოვება სწადია.

პოგბას აზრით, ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობის ქვეშ, "იუნაიტედს" ტიტულების მოგების შანსი არ აქვს.

გასული წლის ბოლოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სულშერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდგომ, კლუბის საქმე მართლაც კარგად წავიდა, მაგრამ ახლა სხვა ტენდენცია გამოიკვეთა - უკანასკნელ 9 მატჩში, გუნდი 7-ჯერ დამარცხდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც "რეალთან" აკავშირებენ პოგბას სახელს. ფრანგი ნახევარმცველის "სამეფო კლუბში" ტრანსფერის შანსები იზრდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა