მადრიდის "რეალი" გუნდის მომავალ ვარსკვლავს ინგლისში გაანათხოვრებს
მადრიდის "რეალის" მწვრთნელის, ხულიენ ლოპეტეგის ინიციატივით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მარტინ ოდეგაარდი მომავალ სეზონს ინგლსიის ჩემპიონშიფში გაატარებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოდეგაარდის დამატება ყველაზე მეტად ჩემპიონშიფის ფავორიტებს, "ასტონ ვილასა" და "დერბი ქაუნთის" სურთ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ოდეგაარდი სამეფო გუნდმა 2014 წელს შეიძინა, თუმცა მისი პატარა ასაკის გამო მას ძირითადად "რეალის" აკადემიაში უწევდა ასპარეზობა, ხოლო გასული სეზონი კი ჰოლანდიურ "ჰეერენვენში" გაატარა.
ახალგაზრდა ნორვეგიელ შემტევზე "რეალის" ბოსები დიდ იმედებს ამყარებენ და გუნდის მომავალ ვარსკვლავადაც თვლიან.
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა