3 მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გადმოვა პოგბა "რეალში"

image


ესპანური გამოცემის "AS"-ის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, პოგბა არავითარ შემთხვევაში არ გაცვლის "მანჩესტერ იუნაიტედს" "რეალში".

პირველ რიგში, ინგლისურ გრანდში, ფეხბურთელი ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს. მადრიდში გადაბარგების შემთხვევაში, ფრანგი დედაქალაქის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცევა. აღინიშნება, რომ ეს გარემოება დიდ დაბრკოლებას ქმნის - უკანასკნელ პერიოდში მადრიდელები ხელფასების მაჩვენებლებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თავის მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ პოგბას აგენტისთვის, მინო რაიოლასთვის სკანდალები უცხო არ არის. იგი ამ ყველაფრის აქტიური მონაწილეა ხოლმე და მადრიდის "რეალიც" ვერ იქცეოდა გამონაკლისად.

ამას გარდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სულშერმა გარკვევით თქვა, რომ მას ფრანგი ნახევარმცველის გუნდში შენარჩუნება სურს და მას არსად გაუშვებს - 46 წლის ნორვეგიელს გუნდის დაკომპლექტება სწორედ პოგბას გარშემო სურს.

ამგვარად, ფრანგის მაღალი ანაზღაურება, მთავარი მწვრთნელის სურვილი შეუნარჩუნოს ლიდერი გუნდს, "რეალისა" და პოგბას აგენტის არცთუ სანიმუშო ურთიერთობა წარმოადგენენ იმ 3 არგუმენტს, რომელთა გამოც პოგბას "რეალში" გადასვლას გამორიცხავენ. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრზეა პრესტიჟული ესპანური გამოცემა "AS".

ისღა გვრჩება, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და აქვე შეგახსენებთ, რომ პოგბასა და დე ხეას "მანჩესტერში" ხელფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაეზარდოთ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალს" უარი მბაპემაც უთხრა - ახალგაზრდა ფრანგის თქმით, იგი "რეალის" მატჩებს მხოლოდ გულშემატკივრის როლში თუ ადევნებს თვალს, რადგანაც "პ.ს.ჟ."-ში დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა