3 ტრანსფერი, რომელიც "რეალს" შეუჩერებელს გახდის

image


კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალისგან" მიმდინარ ზაფხულს ყველა აქტიურობას ელოდა, მაგრამ რატომღაც "სამეფო გუნდის" ხემძღვანელობა კვლავ პასიურობს და ერთადერთი შედარებით ხმაურიანი ტრანსფერი ტიბო კურტუას მოყვანა გახლდათ გუნდში.

ახლა ექსპერტები "რეალისგან" დიდ ტრანსფერებს უკვე ზამთარში ან მომავალ ზაფხულს ელოდებიან. სახელდება სამი ფეხბურთელი, რომელიც ლოპეტეგის გუნდს იდეალურად დააკომპლექტებს და გუნდს ფაქტობრივად შეუჩერებელსაც გახდის.

3. დავიდ ალაბა

3 ტრანსფერი, რომელიც "რეალს" შეუჩერებელს გახდის


დავიდ ალაბას მადრიდის "რეალს" წინა წლებშიც უკავშირებდნენ, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით წელს ფეხბურთელის აგენტმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ მადრიდელები მის კლიენტთან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

მარსელო თავის პოზიციაზე უდავოდ საუკეთესოა, მაგრამ გასულმა სეზონმა გვანახა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ისეთი სტაბილური ვეღარაა როგორც წინა წლებში იყო, ამიტომ ავსტრიელი მისი შესანიშნავი შემცვლელი იქნება.

ამას გარდა ალაბა უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც "რეალის" ახალ მწვრთნელს კიდევ უფრო ფართო არჩევანს მისცემს.

2. კილიან მბაპე



მსოფლიო ჩემპიონატმა ყველას მკაფიოდ დაგვანახა თუ რამხელა პოტენციალი აქვს 19 წლის ფეხბურთელს. "პსჟ-ს" შემტევი ძალიან მალე სერიოზულ პრეტენზიას განაცხადებს ოქროს ბურთის მოგებაზე და ასეთი მოთამაშე ნებისმიერ გუნდს გამოადგება.

"რეალს" მბაპეს გამოყენება შეტევის წინა ხაზის სამივე პოზიციაზე შეეძლება, ფრანგი ფეხბურთელი "სამეფო გუნდის" შეტევებს გაცილებით მრავალფეროვანს და საშიშს გახდის. მბაპეს განსაკუთრებით "რეალს" გასულ ზაფხულში უკავშირებდნენ, სანამ ის "მონაკოს" ფეხბურთელი იყო. მისი ყიდვა მადრიდელებისთვისაც მაშინ გაცილებით ადვილ საქმეს წარმოადგენდა, დღესდღეობით თიქმის წარმოუდგენელია "პსჟ" ახალგაზრდა ფეხბურთელს შეელიოს.

1. ნეიმარი



ნეიმარს მადრიდის "რეალს" ჯერ კიდევ მაშინ უკავშირებდნენ, როდესაც "სანტოსში" თამაშობდა , ბავშობში ფეხბურთელი რამდენიმე კვირით "რეალის" აკადემიაშიც ვარჯიშობდა, მაგრამ მაშინ მადრიდელებმა მასზე უარი თქვეს და კვლავ ბრაზილიაში დააბრუნეს. იმ პერიოდში ნეიმარი აცხადებდა, რომ მისი ოცნებაა "თეთრების" შემადგენლობაში ითამაშოს.

შემდეგ უკვე ფეხბურთელის კარიერი საპირისპიროდ განვითარდა და ნეიმარი არა "რეალში", არამედ "ბარსელონაში" აღმოჩნდა, რამდენიმე გატარებული წლების შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად ფეხბურთელმა "ბარსელონა" დატოვა და "პსჟ-ში" გადავიდა, არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ შემდეგ "რეალში" გადასულიყო.

თავის მხრივ ფლორენტინო პერესი ყოველთვის ეძებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ ოქროს ბურთის მოგება, რონალდოსა და მესის შემდეგ ასეთი ფეხბურთელი კი სწორედ ნეიმარია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა