"ატლეტიკომ" მადრიდის "რეალს" კოვაჩიჩი სთხოვა და ასეთი პასუხი მიიღო

image


"ატლეტიკოს" მატეო კოვაჩიჩის შეძენის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ მადრიდის "რეალმა" სიმეონეს გუნდს კარი ცხვირწინ მიუხურა.

"ის არ იყიდება, მითუმეტეს "ატლეტიკოზე"." - ასეთი გახლდათ "სამეფო კლუბის" პასუხი.

"ლოს ბლანკოსმა" კოვაჩიჩი 2015 წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ელოდნენ, რომ კოვაჩიჩი ძირითად გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, მაგრამ უმეტესი დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევდა. გასულ ზაფხულს, მადრიდულმა გრანდმა მისი "ჩელსიში" განათხოვრება გადაწყვიტა. შედეგად, კოვაჩიჩმა პრემიერ ლიგის გუნდთან ერთად 44 თამაში ჩაატარა და საერთო ჯამში 2,659 წუთი მოაგროვა.

ირკვევა, რომ კოვაჩიჩსა და "რეალს" შორის ურთიერთობა გაუარესებულია - ფეხბურთელმა მადრიდში დაბრუნებაზე უარი განაცხადა და კარიერის გაგრძელების ალტერნატივებს ეძიებს.

კოვაჩიჩის ტრანსფერი სხვა კლუბში შედგება, მაგრამ ეს კლუბი არ იქნება "ატლეტიკო". 24 წლის ფეხბურთელით "ტოტენჰემი" და "ზენიტი" არიან დაინტერესებულნი.

წყარო: "AS", "Cadena Ser" და "Carrusel Deportivo".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა