მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა! ამ ფორვარდს "რეალი" მალე გაიფორმებს!

image


პრესტიჟული ესპანური და ბრიტანული გამოცემები "Diario AS", "Marca", "Daily Mail", სხვა ცნობილ წყაროებთან ერთად გვამცნობენ, რომ მადრიდის "რეალი" ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელის ლუკა იოვიჩის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

იოვიჩი "ბენფიკადან" "აინტრახტში" განათხოვრებული იყო, თუმცა მიმდინარე კვირას, გერმანულმა გრანდმა ფეხბურთელის ყიდვის პუნქტი აამოქმედა და იოვიჩი 6 მილიონ ევროდ შეიძინა. ახლა, "აინტრახტი" იოვიჩის გაყიდვასა და ფინანსური სარგებლის ნახვას ლამობს. სწორედ მადრიდის "რეალია" ის გუნდი, რომელიც "აინტრახტთან" 21 წლის თავდამსხმელის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მადრიდელი სკაუტები "ბუნდესლიგაში" და "ევროპის ლიგაზე" იოვიჩის ასპარეზობას ყურადღებით აკვირდებოდნენ. იოვიჩი "ევროპის ლიგის" ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მან 8 გოლის გატანა შეძლო და პირველ ადგილზე მყოფი ოლივიე ჟირუსგან მხოლოდ 1 გოლი აშორებს.

იოვიჩი სწრაფი და მოქნილი ფორვარდია, რომელსაც გოლების გატანა არ უჭირს. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, მან 25 გოლი გაიტანა. ის მადრიდის "რეალს" უნდა მოერგოს.

რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, გერმანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, "აინტრახტი" სერბეთის ეროვნული ნაკრების შემტევს 50-60 მილიონ ევროდ ყიდის, ხოლო მიღებული თანხის 20%-ს "ბენფიკა" მიიღებს.

ზემოაღნიშნული გამოცემების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა და ფეხბურთელი "რეალს" ზაფხულში უნდა შემოუერთდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ესპანური ტელეარხის "El Chiringuito"-ს ჟურნალისტებმა იოვიჩის პირადი აგენტი "ბერნაბეუზე" შენიშნეს. ამასთან დაკავშირებით სტატია შეგიძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით იხილოთ - იოვიჩის აგენტი მადრიდში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა