"მითხრეს, რომ "რეალი" ტრანსფერებში 500 მილიონის დახარჯვას გეგმავს"

image


ამ ზაფხულს, მადრიდის "რეალი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი იქნება სატრანსფერო ბაზარზე.

ახლახანს, ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო "Sky Sports Italy"-ის სტუდიაში იმყოფებოდა, სადაც მან განაცხადა, თუ რა თანხის მოცულობას გაიღებს "სამეფო კლუბი" ტრანსფერებზე ზაფხულში.

"მითხრეს, რომ მადრიდის "რეალს" მარაგში 500 მილიონი ევრო აქვს, რომელსაც ტრანსფერებში დახარჯავს. ამ კვირას ბარსელონაში ვიყავი და შემხვდა ადამიანი, რომელიც მადრიდის "რეალს" შიგნიდანაც მშვენივრად იცნობს, აი მან მითხრა ეს ყოველივე."- ასეთი გახლდათ კაპელოს კომენტარი ესპანური გამოცემების "AS"-ისა და "Marca"-ს მიხედვით.

როგორც ჩანს, "ლოს ბლანკოსში" რევოლუცია თუ არა, ძირეული ცვლილებები მაინც იგეგმება. ერთ-ერთ ასეთ ტრანსფერად ედენ აზარის გაფორმება იგულისხმება.

პარალელურად, "თეთრებს" რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდება. ვარაუდობენ, რომ ესენი იქნებიან ბეილი, ლორენტე, ბრაჰიმ დიასი, მარიანო დიასი და დანი სებალოსი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა