კლოპი ზედმეტად გათამამდა და მანეს ნაცვლად "რეალს" ეს ფეხბურთელი სთხოვა!
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ შემტევით, სადიო მანეთია დაინტერესებული.
თუმცაღა, სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მერსისაიდელებმა და უშუალოდ იურგენ კლოპმა მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას გაცვლით გარიგებაში მსოფლიო ფეხბურთის მომავლის, ვინისიუს ჟუნიორის ჩართვა მოსთხოვა.
რაღა თქმა უნდა, "სამეფო კლუბმა" მსგავსი შემოთავაზება და გარიგებაში ბრაზილიელი თინეიჯერის შეყვანა კატეგორიულად გამორიცხა. ამიერიდან, მანეზე მოლაპარაკებები ან მხოლოდ თანხაზე გაგრძელდება, ანდაც საერთოდ ჩაიშლება.
ინფორმაციის წყარო: ბრიტანული გამოცემები, მათ შორის "Metro.Co.Uk".
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა