საინტერესო მიზეზი, რის გამოც ერიქსენის "რეალში" გადმოსვლას ვარაუდობენ

image


კრისტიან ერიქსენის კონტრაქტი "ტოტენჰემთან" 12 თვეში იწურება. 2020 წლის ზაფხულში ფეხბურთელს ინგლისური კლუბის დატოვება თავისუფალი აგენტის როლში შეეძლება. ეს კი არის სწორედ ის, რაც "ტოტენჰემის" პრეზიდენტ დენიელ ლევის არ სურს. ამიტომაც, ეს უკანასკნელი ერიქსენს მიმდინარე სეზონის ბოლოს, 100 მილიონ ევროდ გაყიდის.

ერიქსენის წინაშე ორი ალტერნატივაა: "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი". "იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" შორის ურთიერთობა მას შემდგომ გაუარესდა, რაც დიმიტარ ბერბატოვმა 26 მილიონ ევროიანი ტრანსფერის ფარგლებში, "ოლდ ტრაფორდს" მიაშურა. ეს 2008 წელს მოხდა და ამის შემდგომ, "ტოტენჰემს" "იუნაიტედისთვის" სხვა ფეხბურთელი აღარც მიუყიდია. ასე რომ, მაღალი ალბათობით ერიქსენი მადრიდის "რეალს" აირჩევს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადმოვა.

თავის მხრივ, "ტოტენჰემის" ფეხბურთელის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტრანსფერი არც "ბლანკოსისთვისაა" უცხო. ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი "თეთრებმა" სწორედ ინგლისური კლუბისგან 2012 და 2013 წლებში დაიმატეს.

2017 წელს "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ დაიერის ტრანსფერიც დაბლოკა, რის გამოც "წითელ ეშმაკებს" "ჩელსის" ვარსკვლავის ნემანია მატიჩის გაფორმება მოუწიათ.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS" და ბრიტანული გამოცემა "Daily Express".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა