"შენი ყველა საქმე მიატოვე და დროზე გაიფორმე!" - საინტერესო ისტორია "რეალის" ლეგენდაზე » "რეალის" ფან-კლუბი


"შენი ყველა საქმე მიატოვე და დროზე გაიფორმე!" - საინტერესო ისტორია "რეალის" ლეგენდაზე

image


იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ბრაზილიელი ლეგენდის "სამეფო კლუბში" ტრანსფერი გაიხსენა.

"23 წლის წინ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცობა შემომთავაზა. ეს დაუჯერებელი იყო. მილანიდან მადრიდში ჩავედი. ის ის იყო სიტუაციას ვეჩვეოდი, რომ უცებ ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯოვანი ბრანკინი მირეკავს და მეუბნება: "მისმინე, ფაბიო, "ინტერს" კარლოსი აღარ სჭირდება და მისი გაყიდვა სურს."

"მე გაკვირვებული ვიყავი. როგორ შეიძლებოდა, რომ "ნერაძურის" ასეთი მცველის თავიდან მოშორება განეზრახა. ჯოვანიმ მითხრა, რომ მილანური კლუბის ხელმძღვანელობის მოსაზრებით, კარლოსს პერსონალური დაცვა არ ეხერხებოდა, ეს კი მათ არ აწყობდათ. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. "ინტერი" კარლოსს 6,5 მილიარდად ყიდდა, მაშინ ჯერ კიდევ პესეტები და ლირები იყო მიმოქცევაში."

"აგენტთან ვილაპარაკე და ვუთხარი, რომ "ინტერს" ყველა საჭირო დოკუმენტი და წინაპირობა ჩემთან გამოეგზავნა. რამდენიმე საათის შემდგომ, "ინტერმა" ფაქსი გამომიგზავნა და შემომითვალა, რომ კარლოსი ფიქსირებული თანხით იყიდებოდა. იმ წუთასვე დავურეკე "რეალის" იმდროინდელ პრეზიდენტ ლორენცო სანსს და ვუთხარი, რომ დილითვე, პირველი რეისით, რაც შეიძლება მალე უნდა გამგზავრებულიყო მილანში."

"შენი ყველა საქმე მიატოვე და დაუყოვნებლივ გაემგზავრე იტალიაში, რომ რობერტო კარლოსი დროულად გაიფორმო!"

"მან ჩემი ისმინა - ლორენსო მილანში დილითვე ჩაფრინდა და რამდენიმე საათში გარიგებაც ოფიციალურად დასრულდა. ეს შესანიშნავი ტრანსფერი 24 საათზე ნაკლებ დროში შედგა. ვფიქრობ, "რეალს" არცერთი ლიდერი ფეხბურთელი არ გაუფორმებია დროის ასე მცირე მონაკვეთში."
- ასე გაიხსენა კაპელომ 1996 წელს რობერტო კარლოსის "რეალში" გადმოსვლა.

ცოტა ხნის წინ, ფაბიო კაპელომ ისიც განაცხადა, რომ რთულ პერიოდში, რომელშიც ახლა "რეალი" იმყოფება, "სამეფო კლუბს" ყველაზე მეტად "ინტერის" ფეხბურთელი, კერძოდ კი მაურო იკარდი მოუხდება.

ინტერვიუს წყარო: "უეფას" ოფიციალური ვებგვერდი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა