Food Tips and Chef's Answers


გულშემატკივრები, პრესა და თანაგუნდელები - "რეალის" ფეხბურთელმა ყველას ნდობა დაკარგა

image


მადრიდის "რეალი" უელსელი ფეხბურთელის გარეტ ბეილის გაყიდვას ზაფხულში გეგმავს.

ამ მომენტისათვის, "სამეფო კლუბს" გარეტ ბეილთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ მიუღია. თავად გარეტი მადრიდში დარჩენის წინააღმდეგი არაა, მაგრამ სხვა კლუბში გადასვლასაც მიესალმება.

აღინიშნება, რომ ბეილმა "ბერნაბეუზე" მყოფი გულშემატკივრების, ადგილობრივი პრესისა და თანაგუნდელების ნდობა დაკარგა. უელსელს გამუდმებული კონფლიქტის ფონზე უწევს ასპარეზობა. გულშემატკივრები მას ხშირად უსტვენენ და მედია ესპანურის არცოდნის გამო, უკვე დიდი ხანია, რაც მას აკრიტიკებს. თანაგუნდელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი მაგალითი კი ისაა, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, ტიბო კურტუა ნაწყენი დარჩა იმის გამო, რომ გარეტ ბეილმა თანაგუნდელებთან ვახშმობას ძილი არჩია.

ბეილი "რეალში" 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. "სამეფო კლუბს" იგი "ტოტენჰემიდან" შემოუერთდა. სატრანსფერო ღირებულებამ 101 მილიონი ევრო შეადგინა. დღეისათვის, უელსელის ფასი 70 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. მიმდინარე სეზონში, "თეთრების" რიგებში, 29 წლის კარდიფელმა 38 მატჩი ჩაატარა. მან 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გუშინ, ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი "რეალში" ბედნიერია და არსად წასვლას არ გეგმავს. ამგვარად, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და რას გადაწყვეტს "რეალი" გარეტთან მიმართებით.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება