Food Tips and Chef's Answers


ზიდანს "პ.ს.ჟ."-ს ლიდერი არ სჭირდება

image


მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კილიან მბაპეს ყიდვით არ არის დაინტერესებული.

ესპანური გამოცემის "Don Balon"-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა ფრანგს შეიძენს, მბაპეს ღირებულებიდან გამომდინარე, "თეთრებს" საკმარისი ფინანსები აღარ დარჩებათ სხვა მოთამაშეების დასამატებლად.

"სამეფო კლუბის" სამიზნეში არაერთი წამყვანი ფეხბურთელია. ზიდანის აზრით, მხოლოდ მბაპეზე კონცენტრირება დაუშვებელია, რადგანაც სხვა პოტენციური გარიგებები ჩრდილში დარჩება.

ფრანგ სპეციალისტს მადრიდში პოლ პოგბას, ედენ აზარისა და სადიო მანეს ხილვა სურს. მისი აზრით, სწორედ ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ რთული სეზონის შემდგომ "ლოს ბლანკოსის" კვლავ ფეხზე დაყენება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება და მადრიდში გადაბარგება მართლაც სწადია, მაგრამ სამაგიეროდ, ბეილი და ვარანი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდს" მიაშურებენ.





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება