მან ესპანეთის პასპორტი მიიღო - ყოფილი მადრიდისტა "რეალში" ბრუნდება? » "რეალის" ფან-კლუბი


მან ესპანეთის პასპორტი მიიღო - ყოფილი მადრიდისტა "რეალში" ბრუნდება?

image


ესპანური გამოცემა "Marca" გვატყობინებს, რომ ხამეს როდრიგესმა ესპანეთის პასპორტი ოფიციალურად მიიღო და იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის "რეალში" დაბრუნდება, კლუბის შემადგენლობაში უცხო ქვეყნის მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ადგილს აღარ დაიკავებს.

"ლა ლიგაში" მოქმედი წესების თანახმად, რომლებიც საკმაოდ კომპლექსური ხასიათისაა, გუნდებს მხოლოდ 3 არაევროპელი ფეხბურთელის დარეგისტრირება შეუძლიათ.

ნათელია, რომ ხამეს როდრიგესს მიუნხენის "ბაიერნში" დარჩენა არ სურს და არც მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს აქვს სურვილი როდრიგესის ირგვლივ გუნდის აგებისა.

როდრიგესით "იუვენტუსია" დაინტერესებული და დიდი შანსია, რომ კოლუმბიელი მომავალ სეზონში იტალიაში ვიხილოთ.

"პრემიერ ლიგაში" თამაშზე მეტად, ხამესს "სერია ა"-ში ასპარეზობა ხიბლავს.

ზინედინ ზიდანის "ლოს ბლანკოსში" ყოფნის პერიოდში, ხამესს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლეოდა. კოლუმბიელი 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ამგვარად, საკითხავი და საინტერესოა, რამდენად შეცვლის "თეთრების" პოლიტიკას 27 წლის ფეხბურთელის მიერ ესპანური პასპორტის აღების მომენტი და დაიბრუნებს თუ არა ნახევარმცველს "ლოს ბლანკოსი". აღნიშნულ კითხვებზე პასუხს ზაფხულში მივიღებთ.

რამდენიმე თვის წინ, ხამესის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი გულით მადრიდისტაა და დიდი შანსია "რეალში" დაბრუნდეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა