"რეალში" შესაძლოა 98 მილიონი ღირებულების ფეხბურთელი ვიხილოთ

image


გასული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის „რეალი“ საეჭვოდ და ბევრისდა გასაკვირად დუმდა. კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდგომ, „სამეფო კლუბის“ სატრანსფერო პასიურობა ორმაგად საკვირველი აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, იანვრის სატრასფერო პერიოდში, „ლოს ბლანკოსი“ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელის მაურო იკარდის გაფორმებასა და ამ გზით შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

25 წლის თავდამსხმელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ინგლისური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არიან დაინტერესებული. მადრიდის „რეალს“ გაცვლითი გარიგების განხორციელება სურს, რაც ევროპის ჩემპიონებისთვის შესაძლოა გონივრული სვლა აღმოჩნდეს და კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიანიჭოს - „ლოს გალაქტიკოსი“ „ინტერს“ იკარდის ნაცვლად კარიმ ბენზემას შესთავაზებს.

უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯრების მიმდინარეობისას, იკარდის მომავალი მასმედიის აქტიური განხილვისა და სპეკულაციების საგნად იქცა.

მაურო იკარდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფორვარდია. გასულ სეზონში, „ინტერის“ შემადგენლობაში, ფეხბურთელმა 34 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის გატანა შეძლო. გულშემატკივრებისდა გასაკვირად, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, გარკვეული გაუგებრობების ფონზე, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა იკარდი შემადგენლობაში არ შეიყვანა.

მეორე მხრივ, მადრიდის „რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ 2018/19 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. „ლა ლიგაში“ მან 4 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. კრიშტიანუ რონალდუს არ ყოფნის ფონზე, ბენზემა მართლაც გამორჩეულ ფორმაშია.

საინტერესოა, მართლაც მზად იქნება თუ არა მადრიდის „რეალი“ ბენზემას იანვრის სატრანსფერო პერიოდში დასათმობად.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის „რეალთან“ აქტიურად აკავშირებდნენ ნეიმარისა და მბაპეს სახელებს, მაგრამ „სამეფო კლუბმა“ რონალდუს შემცვლელი ვარსკვლავი მაინც ვერ გამოძებნა. პოტენციაში, მადრიდის „რეალისთვის“ იკარდის შემოერთება მართლაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. 25 წლის ფეხბურთელი ხომ გოლების გატანის ბუნებრივ უნარს არ უჩივის.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა კარგ ფორმაშია, ფრანგი 30 წლისაა და 25 წლის იკარდისთვის „რეალის“ მიერ გაცვლითი ტრანსფერის ამოქმედება, აზრს მოკლებული სულაც არაა.

ამ მომენტისათვის, იკარდი თავის საუკეთესო ფორმას დემონსტრირებს.

მართალია „მანჩესტერ იუნაიტედიც“ გეგმავს შეტევის გაძლიერებას, მაგრამ მადრიდის „რეალი“ „წითელ ეშმაკებთან“ შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ - „რეალი“ ხომ „ინტერს“ ბენზემასაც სთავაზობს.

გასაგებია ის გარემოება, რომ შესაბამისი წყაროები გვთავაზობენ მოვლენების ამგვარ განვითარებას, მაგრამ კარიმ ბენზემას სანაცვლოდ იკარდის გაფორმება ჯერ-ჯერობით არცთუ რეალურ სცენარს წააგავს. მადრიდის „რეალი“ იკარდით შესაძლოა მართლაცაა დაინტერესებული, მაგრამ კარიმ ბენზემა „სამეფო გუნდის“ არსებითი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც კლუბში დიდი პატივისცემით სარგებლოს. მიმდინარე სეზონში, „ლოს ბლანკოსის“ წარმატებაში, ბენზემამ შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს და გადამწყვეტი როლიც კი შეასრულოს.

მაურო იკარდი მართლაც მსოფლიო დონის თავდამსხმელია და მისი გაფორმება შეუძლებელია წამგებიანი იყოს მადრიდის „რეალისა“ თუ „ მანჩესტერ იუნაიტედისთვის“.

ახალგაზრდა, ნიჭიერი და თავდაჯერებული იკარდის გაფორმების შემთხვევაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი ეპოქის დაწყებას უნდა ველოდოთ.

წყაროები: ყოველდღიური ევროპული გამოცემები "Don Balon", "AS", "CaughtOffside" და "SportSkeeda".




იხილეთ სხვა სტატიებიც:












მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა