პერესი 2009 წლის სატრანსფერო თანხის რეკორდის დასამხობად ემზადება

image


14 მარტს მადრიდის "რეალმა" "პორტუს" მცველის ედერ მილიტაოს გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა. შედეგად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი იქცა ყველაზე ძვირადღირებულ მცველად, რომელიც "ბერნაბეუს" ხელმძღვანელობამ შეიძინა.

21 წლის მილიტაო გახდა 48-ე ფეხბურთელი, რომელიც ფლორენტინო პერესმა თავისი მეორე მმართველობის პერიოდში შეისყიდა. 2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც პერესი მეორედ აირჩიეს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტად, მან ტრანსფერებში 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა.

პერესმა ყველაზე დიდი თანხა 2009-10 წლებში გაიღო. სწორედ ამ დროს შემოუერთდნენ "რეალს" რონალდუ (€96 მილიონი), კაკა (€67), ბენზემა (€35), ალონსო (€34,5), ალბიოლი (€15), გრანერო (€4) და ალვარო არბელოა და მათმა საერთო სატრანსფერო თანხამ €225,5 მილიონს მიაღწია.

ზემოთ დასახელებული ციფრები ერთ სატრანსფერო ფანჯარაში დახარჯული თანხის რეკორდია, მაგრამ გასულ ზაფხულს, რონალდუს "იუვენტუსში" გაყიდვით, მადრიდის "რეალმა" ყველაზე ძვირადაც გაყიდა ფეხბურთელი. რონალდუ პერესმა €117 მილიონის სანაცვლოდ დათმო.

2009 წლიდან დღემდე, მადრიდულმა გრანდმა ფეხბურთელების გაყიდვით საერთო ჯამში 682 მილიონი ევრო მოაგროვა.

დღეისათვის, მადრიდის "რეალის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გარეტ ბეილია, რომელშიც პერესმა 101 მილიონი ევრო გადაიხადა.

მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ზაფხულს, პერესის თაოსნობით, "სამეფო კლუბის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი არა გარეტ ბეილი, არამედ სხვა სუპერვარსკვლავი გახდეს. ზინედინ ზიდანი სერიოზული ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს.

მადრიდის "რეალთან" ედენ აზარის სახელს აქტიურად აკავშირებენ, რომელსაც "ჩელსი" 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ დათმობს.

2017 წელს, "ბარსელონადან" "პ.ს.ჟ."-ში ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. აღნიშნული თანხა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდად იქცა. ერთი გრანდიოზული ნაბიჯი მადრიდის "რეალისგან" და აღნიშნული რეკორდიც დაემხობა.

პრესტიჟული წყაროების, უფრო ზუსტად კი ფრანგული გამოცემების ინფორმაციით ("France Football", "L'Équipe"), მადრიდის "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი ახალგაზრდა თანამემამულის კილიან მბაპეს გაფორმებას გეგმავს და "ლოს ბლანკოსი" 20 წლის ფეხბურთელში 280 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ამგვარად, შესაძლოა, მალე ახალი სატრანსფერო რეკორდი ვიხილოთ, ამჯერად უკვე "რეალის" თანამონაწილეობით.

წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა