კიდევ ერთი მადრიდელი სერია ა-ში?
მადრიდის „რეალის“ მცველ ნაჩო ფერნანდესს "სერია A"-დან ყურადღებით აკვირდებიან.
უფრო ზუსტად, მადრიდული გრანდის ფეხბურთელი „რომას“ რადარზე აღმოჩნდა.
როგორც იცით, "რეალმა" „პორტუდან“ ახალგაზრდა მცველი ედერ მილიტაო გაიფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაჩოს სათამაშო დრო, რომელიც ისედაც არ ჭარბობდა, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.
იტალიური გუნდი სწორედ აღნიშნული გარემოების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება. 29 წლის ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ბოლო სიახლეები