ბრიტანული გამოცემა Mirror: ზიდანი "ტოტენჰემის" ვარსკვლავის გაფორმებას ეცდება

image


ბრიტანული გამოცემა "Mirror" და ესპანური ვებგვერდი "AS" გვატყობინებენ, რომ ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალში" მოსვლას "ოპერაცია ერიქსენის" რეაქტივაცია მოჰყვა. როგორც ირკვევა, ფრანგ ტაქტიკოსს "ტოტენჰემის" ვარსკვლავის ზაფხულში გაფორმება სწადია.

"ტოტენჰემმა" იცის, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი 2020 წელს ამოიწურება. თუკი ინგლისური კლუბი მიიჩნევს, რომ კონტრაქტს მოთამაშესთან ვერ გაახანგრძლივებს, პრეზიდენტი დანიელ ლევი იძულებული იქნება ერიქსენი იმ გუნდს გადასცეს, რომელიც ფეხბურთელში ყველაზე მეტს გადაიხდის - სწორედ ამ სცენარის განვითარებას ველით ზაფხულში. ლევის ფეხბურთელის ივლისში გაყიდვა ურჩევნია, ვიდრე მომავალ წელს ერიქსენი თავისუფალი აგენტის როლში გაუშვას გუნდიდან.

ერიქსენის აგენტმა მარტინ შუტსმა ახლახანს გაისაუბრა დანიურ მედიას "Ekstra Bladet"-თან და 27 წლის ფეხბურთელის მომავლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "კრისტიანი ფეხბურთზეა ფოკუსირებული. უბრალოდ არ მინდა, რომ მის კონტრაქტზე და მომავალზე რაიმე სპეკულაცია შევქმნა და არაფერს ვიტყვი."

ცნობილია, რომ დანიელ ლევისთან მოლაპარაკებების წარმოება მარტივი საქმე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში, მან ერიქსენის ფასი დაასახელა - ეს თანხა 250 მილიონი ევრო იყო. ფეხბურთელმა კლუბი თავისუფალი აგენტის ამპლუაში შესაძლოა სულ მალე დატოვოს და ამის გათვალისწინებით, მასზე ასეთი მაღალი ფასის დაწესება თავად "ტოტენჰემზე" აისახება ძალიან ცუდად.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში და მართლაც ვიხილავთ თუ არა შემტევ ნახევარმცველს "სამეფო კლუბში".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა