პირველი ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც ზინედინ ზიდანს სურს

image


მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდგომ, ზინედინ ზიდანი საქმეს შეუდგა და პირველი სატრანსფერო სამიზნეც ამოირჩია. ეს ფეხბურთელი "ჩელსიში" ასპარეზობს, მაგრამ საუბარი ედენ აზარზე არ არის.

წარსულში, "ჩელსის" ვარსკვლავ ედენ აზარს არაერთხელ გამოუთქვამს ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშის სურვილი. ბელგიელის თქმით, ეს მისი ოცნებაა.

უკვე დიდი ხანია, რაც მადრიდის "რეალთან" აზარის სახელს აკავშირებენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ზინედინ ზიდანი "ჩელსის" სხვა ვარსკვლავზეა კონცენტრირებული - ეს გახლავთ მისი თანამემამულე ნ'გოლო კანტე.

აღნიშნული ინფორმაცია "ტვიტერის" მეშვეობით ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ გაავრცელა. შირას პოსტს "ჩელსის" ფანების მყისიერი აღშფოთება და სოციალურ ქსელში დაწერილი რიგი შეურაცხყოფების დასტაც მოჰყვა.

კაზემირო საუკეთესო ფორმაში არ არის, ასე რომ, კანტეს "რეალის" ცენტრში მოდრიჩთან და კროოსთან ერთად ყოფნა "სამეფო კლუბისთვის" ყოველმხრივ მომგებიანი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯზე" არცთუ სასიამოვნო სეზონს ატარებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მაურიციო სარი 27 წლის ფეხბურთელს სხვა პოზიციაზე ათამაშებს და მისი შემტევ ნახევარმცველად ქცევა სურს.

საინტერესოა, კანტეს გარდა კიდევ რომელი ფეხბურთელების გაფორმებას მოისურვებს ფრანგი ტაქტიკოსი.

პირველი ტრანსფერი, რომლის განხორციელებაც ზინედინ ზიდანს სურს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა