"იუვენტუსი" და მარსელო 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ » "რეალის" ფან-კლუბი


"იუვენტუსი" და მარსელო 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

image


როგორც ირკვევა, მარსელო "იუვენტუსს" ზაფხულში შეუერთდება და ტურინულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს შეუერთდება.

მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, მარსელოს ადგილი ახალგაზრდა სერხიო რეგილონმა დაიკავა. მარსელო არც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ გამოუძახიათ - ტიტემ მიიჩნია, რომ ვეტერანს "ბერნაბეუზე" არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა.

მადრიდის "რეალს" მძიმე პერიოდი უდგას და ამ ფონზე, მარსელომ "იუვენტუსთან" 4-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც, 30 წლის ფეხბურთელი სეზონში 12 მილიონი ევროს მოცულობის ანაზღაურებას მიიღებს.

ცოტა ხნის წინ, მარსელო "ლოს ბლანკოსის" აღმასრულებელ ხელმძღვანელ ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა, რომელთან ერთადაც თავისი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სანჩესისგან კლუბის ზაფხულში დატოვების ნებართვა მიიღო. კრიშტიანუ რონალდუსა და მარსელოს მეგობრობამ ტრანსფერი კიდევ უფრო მეტად უნდა დააჩქაროს.

ინფორმაციის წყაროები: იტალიური გამოცემა La Stampa და ესპანური გამოცემა AS.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა