მბაპე, აზარი თუ ნეიმარი - მადრიდის "რეალმა" არჩევანი გააკეთა! » "რეალის" ფან-კლუბი


მბაპე, აზარი თუ ნეიმარი - მადრიდის "რეალმა" არჩევანი გააკეთა!

image


მადრიდის "რეალი" "ჩელსის" ვინგერის ედენ აზარის გაფორმებაზე ბოლომდე ფოკუსირებულია.

ამჯერად, ახალ ინფორმაციას გვაწვდის პოპულარული ბრიტანული გაზეთი "Evening Standard". წყაროს თქმით, ბელგიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და 28 წლის ფეხბურთელის გაფორმებას "ლოს ბლანკოსი" ზაფხულში შეეცდება.

აღნიშნული ტრანსფერის მიმზიდველობას ერთდროულად რამდენიმე ასპექტი განსაზღვრავს. ედენის შესაძლებლობებისა და ტალანტის გარდა, მადრიდელებს გარიგების ფინანსური მხარეც ხიბლავთ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხულში, 28 წლის ფეხბურთელის გაფორმება 100 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, ხოლო "პ.ს.ჟ."-დან ნეიმარის ან კილიან მბაპეს შემოერთება "სამეფო კლუბს" როგორც მინიმუმ ორჯერ ძვირი მაინც დაუჯდება.

წარსულში, ედენ აზარს არაერთხელ გამოუხატავს სურვილი მადრიდის "რეალში" თამაშისა. ბელგიელმა ახლახანს განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მას მალე გაასაჯაროვებს.

ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ტრანსფერის სრულყოფაში მოყვანას ხელს უშლის, ეს არის სატრანსფერო აკრძალვა, რომელიც "ფიფას" მიერ "ჩელსის" 18 წლამდე ფეხბურთელების გაფორმების პროცესში დაფიქსირებული წესების დარღვევის გამო დაეკისრა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა