ცუდი ამბავი აზარის "რეალში" ტრანსფერის შესახებ, რამაც იგი უკიდურესად განარისხა!

image


ბელგიელი ვინგერის "სამეფო კლუბში" ტრანსფერი გადაიდო, რის გამოც "ჩელსის" 28 წლის ფეხბურთელი უკიდურესად განრისხებულია.

18 წლამდე ფეხბურთელების გაფორმების პროცესში წესების დარღვევის გამო, "ფიფამ" "ჩელსის" სატრანსფერო ემბარგო დააკისრა. ამ გარემოებამ შესაძლოა ედენ აზარის მადრიდის "რეალში" პოტენციური ტრანსფერის განხორციელებას ხელი შეუშალოს.

"ლურჯები" ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელების გაფორმებას. შედეგად, გუნდის გარდაქმნა და გადახალისება, რომელიც მაურიციო სარის ჰქონდა დაგეგმილი, მნიშვნელოვნად გაძნელდება. მართალია "ბანი" გამავალ ტრანსფერებს არ ეხება, მაგრამ ის ფაქტი, რომ "ჩელსი" შესაბამის შემცვლელს ვერ იპოვის, აზარის "რეალში" გადმოსვლას დააბრკოლებს.

ამ ზაფხულს მადრიდის "რეალი" აპირებდა ესარგებლა იმ გარემოებით, რომ ედენ აზარის კონტრაქტი 2020 წელს იწურება და სურდა ფეხბურთელზე სოლიდური ფასდაკლება მიეღო. "ლოს ბლანკოსმა" ეს ხერხი ტიბო კურტუასთან მიმართებით წარმატებით გამოიყენა. ახლა უკვე განსხვავებული სცენარის განვითარებას ველით. შესაძლოა ედენ აზარი "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩეს და "თეთრების" რიგებში 2020 წელს თავისუფალი აგენტის ამპლუაში ჩაირიცხოს.

როგორც ჩანს, "ფიფას" სანქციები მატეო კოვაჩიჩის მომავალზეც აისახება. როგორც იცით, კოვაჩიჩი კვლავ "რეალის" ფეხბურთელია, მაგრამ "ჩელსიში" იჯარის წესებით ასპარეზობს. ზაფხულში ხორვატი "სამეფო კლუბს" უნდა დაუბრუნდეს იმდენად, რამდენადაც "ლურჯები" მისი კონტრაქტის გამოსყიდვას ვეღარ შეძლებენ.

ინფორმაციის წყაროები: Marca, AS და Eurosport.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა