Food Tips and Chef's Answers


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძოს

image


მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

„წითელი ეშმაკები“, უფრო ზუსტად კი მათი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, უკვე დიდი ხანია, რაც ფრანგი ცენტრალური მცველითაა დაინტერესებული.

"უეფას" ერთა ლიგის ფარგლებში, ესპანეთისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულმა დაპირისპირებამ გვიჩვენა, რომ ნაჩოს სერხიო რამოსთან ერთად, შესანიშნავად შეუძლია დაცვის ცენტრალურ ნაწილში მოქმედება.

ამას გარდა, მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგს სურს, რომ სათადარიგო ფეხბურთელებმა უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ, ამიტომ იგი არ გამორიცხავს იმის შანსს, რომ ვარანმა სასტარტო შემადგენლობაში საკუთარი ადგილი თანაგუნდელებს დაუთმოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიო ჩემპიონისათვის სასარგებლო პირობებისა და სისტემატური სათამაშო დროის შეთავაზება სწადია.

25 წლის ვარანს მადრიდის „რეალში“ დარჩენა სურს, მაგრამ თუკი გუნდში თავის ადგილს დაკარგავს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი გადასვლა კარიერის გაგრძელების ლოგიკურ ვარიანტად განიხილება.

ვარანმა მიმდინარე სეზონი სათადარიგო ფეხბურთელის ამპლუაში დაიწყო, რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, ძალების აღდგენას განაგრძობდა.

„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში, იგი მოედანზე „ლა ლიგის“ მეორე ტურში, „ჟირონას“ წინააღმდეგ მატჩში (4:1), მე-60 წუთზე ვიხილეთ, „ლეგანესთან“ დაპირისპირებაში (4:1) კი ჩვეულებისამებრ, სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Diario Gol".





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება