უცნობი ისტორია - 2008 წელს "რეალის" ვარსკვლავი "ბარსაში" უცნაური მიზეზის გამო ვერ აღმოჩნდა

image


როგორც მოგეხსენებათ, 2008 წელს ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" სათავეში იყო. სწორედ ესპანელი სპეციალისტის იდეა იყო კარიმ ბენზემას გაფორმება, რომელსაც "კამპ ნოუზე" სამუელ ეტო'ო უნდა ჩაენაცვლებინა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" მაშინდელი ტექნიკური ხელმძღვანელი ჩიკი ბეგირისტიანი ფორვარდთან სახლში ჩავიდა, რათა ეს უკანასკნელი დაერწმუნებინა, რომ "ლიონიდან" "ბარსელონაში" გადასვლა მისი კარიერისთვის უკეთესი ვარიანტი იქნებოდა.

როგორც ირკვევა, ბეგირისტიანს არ მოეწონა ახალგაზრდა ფორვარდის ქცევა - ბენზემა ცოტა არ იყოს უხეშად და არამეგობრულად იქცეოდა და მოსაუბრეს თვალსაც კი არ უსწორებდა. "ბარსელონაში" მიიჩნიეს, რომ ბენზემას ამგვარი ქცევა დამაბრკოლებელ ფაქტორად შეიძლებოდა ქცეულიყო და ფეხბურთელის ტრანსფერი დაბლოკეს.

საბოლოოდ, ერთი წლის შემდგომ, ბენზემა მადრიდის "რეალში" გადმოვიდა და დღემდე "ლოს ბლანკოსის" მთავარი შემტევი ძალაა. ფრანგი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულებამ მაშინ 35 მილიონი ევრო შეადგინა.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა