ნეიმარი თუ აზარი? მადრიდის "რეალმა" არჩევანი გააკეთა

image


დიდი შანსია, "ჩელსის" ფორვარდი ედენ აზარი მადრიდის "რეალში" აღმოჩნდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მადრიდული კლუბი "პ.ს.ჟ."-სგან ნეიმარის ყიდვაზე უარს განაცხადებს.

საგულისხმოა, რომ "თეთრები" თავიანთ პრიორიტეტულ სამიზნედ სწორედ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს მიიჩნევენ.

ნეიმარი არ არის ესპანეთში გადასვლის წინააღმდეგი და ეს ვარიანტი მას იზიდავს კიდეც. ბრაზილიელს არ სურს კილიან მბაპეს ჩრდილში ყოფნა და ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ "პ.ს.ჟ."-ს ფინანსურ ფეის-პლეისთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს.

ნეიმარის ყიდვა მადრიდის "რეალს" 220 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება და ასეთ შემთხვევაში, აზარის ყიდვისათვის "სამეფო კლუბს" რესურსი აღარ დარჩება.

ინფორმაციის წყარო: ყოველდღიური ბრიტანული სპორტული გამოცემა "The Times".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა