"მილანი" "რეალის" ვარსკვლავში 100 მილიონ ევროს იხდის - ფეხბურთელი თანახმაა!

image


მადრიდის "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდგომ, "თეთრების" ახალი ვარსკვლავი გარეტ ბეილი უნდა გამხდარიყო. თუმცაღა, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, უელსელის შედეგები იდეალურისგან შორსაა.

შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენებას "მილანი" შეეცდება. ესპანური გამოცემის "Don Balon"-ის ინფორმაციით, იტალიელებს გარეტ ბეილს გაფორმება სწადიათ და უელსელ ვინგერში 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

აღნიშნული წყარო იმასაც ამბობს, რომ გარეტ ბეილს იტალიაში თამაში იზიდავს და დიდი შანსია იგი "მილანის" შემოთავაზებას დათანხმდეს.

გასულ კვირას "რეალმა" "აიაქსს" სძლია. ბეილმა მოედანზე 61 წუთი გაატარა.

"ლა ლიგის" ფარგლებში, "ჟირონას" წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, ბეილი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და ჩვეულებისამებრ ვერაფერი განსაკუთრებული შემოგვთავაზა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა