დაივიწყეთ ხამეს როდრიგესი - მადრიდის "რეალმა" ახალი 10-იანი იპოვა

image


მადრიდის "რეალი" "რივერ პლეიტის" შემტევი ნახევარმცველის ხუან კინტეროს გაფორმებით კვლავ დაინტერესებულია.

26 წლის კოლუმბიელის დამატებას "თეთრები" მას შემდგომ გეგმავდნენ, რაც კინტერომ მუნდიალზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

მსოფლიო ჩემპიონატის 4 მატჩში, კინტერომ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1 გოლის გატანა შეძლო.

ხულენ ლოპეტეგი კინტეროსთან ერთად "პორტუში" მუშაობდა. მან კარგად იცოდა ფეხბურთელის შესაძლებლობები. ესპანელი სპეციალისტის მადრიდის "რეალის" სათავეში მოსვლის შემდგომ, მედიაში იწერებოდა კინტეროს შესაძლო გაფორმების შესახებ, მაგრამ "თეთრებმა" "რივერისთვის" 22 მილიონი ევროს გადახდაზე უარი განაცხადეს.

ზემოაღნიშნულის შემდგომ, უკვე "კოპა ლიბერტადორესის" ჯერი დადგა. "ბოკა ხუნიორსის" წინააღმდეგ, კინტერომ მატჩის 109 წუთზე გაიტანა გოლი და "მილიონერებს" კონტინენტალური თასი მოუტანა. თანაც, ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის თვალწინ.

სავარაუდოდ, კინტეროსთან დაკავშირებით, მადრიდის "რეალი" "რივერ პლეიტს" 25 მილიონიან წინადადებას გაუგზავნის.

თავის მხრივ, კინტეროს თანამემამულის ხამეს როდრიგესის "ლოს ბლანკოსში" დაბრუნებაზე მედიაში ბევრი აღარაფერი იწერება. სამაგიეროდ, ისკო ყოველთვის ყურადღების ცენტრია - სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობის ქვეშ, ესპანელის მომავალიც ძალიან ბუნდოვანია.

წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა