მსურველთა ცვენა! - "ახალი კრიშტიანუ რონალდუ", რომელსაც ზაფხულში "ბერნაბეუზე" ელიან

image


მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს "ბენფიკას" შემტევი ნახევარმცველის ჟოაო ფელიქსის გაფორმებაში აქტიურად ეცილებიან. ამ ფეხბურთელს "ახალ კრიშტიანუ რონალდუსაც" უწოდებენ.

19 წლის ფელიქსის პროფესიონალური დებიუტი "ბენფიკას" რიგებში აგვისტოში შედგა. მომდევნო თამაშში, "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართულ ლისაბონურ დერბიში, მან თავის გამოჩენა შეძლო და მატჩის მიწურულს, შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. გასულ კვირას გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "ბენფიკამ" 4:2 დაამარცხა მეტოქე და მიმდინარე კამპანიაში, ფელიქსმა თავისი მე-8 გოლიც შეაგდო.

ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ახალგაზრდის პროგრესს ყურადღებით აკვირდება, მაგრამ "სამეფო კლუბი" ერთადერთი არ არის, ვინც მისი შემოერთებითაა დაინტერესებული. ფელიქსი ისეთი კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიც არიან უპირველეს ყოვლისა "იუნატედი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი", "მილანი", "ვესტ ჰემი" და "ბორუსია". ამ კლუბების სკაუტები ფელიქსს აქტიურად აკვირდებიან. იმავე წყაროს ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ფელიქსმა, რომლის კონტრაქტშიც გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო სახელდება, მომავალ ზაფხულს "ბენფიკა" დატოვოს.

"ის რიცხვები რაც სახელდება, მე სულაც არ მაშინებს. ჩემში არც მედიის მიერ წამოჭრილი შედარებები იწვევენ შიშს და არც ის, რომ მსოფლიოს გრანდებთან მაკავშირებენ. მე უბრალოდ განცვიფრებული და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული ვარ."

"მე პროფესიონალი ვარ და გამიმართლა, რომ საუკეთესო მრჩევლებიც მყავს. მამაჩემი ფიზიკური აღზრდისა და ათლეტიკის მასწავლებელი იყო. ის ჩვენს სფეროს მშვენივრად იცნობს. ამასთან, მე საუკეთესო პირადი წარმომადგენელი ჟორჟე მენდეში მყავს. მიზიდავს ესპანეთის, ინგლისის, იტალიისა და საფრანეთის წამყვანი ლიგები. ყველა გამორჩეულმა და საუკეთესო პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერა ქვეყნის გარეთ, უმაღლეს ლიგაში განაგრძო და რა თქმა უნდა, მეც ასე მსურს რომ მოვიქცე."

"კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მინდა თამაში. ის უბრალოდ საუკეთესოა და ყველასთვის მაგალითს წარმოადგენს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, განვითარების ბრწყინვალე საშუალება მომეცემა."
- ასეთი სიტყვები გააჟღერა ფელიქსმა "Tuttosport"-თან საუბრისას.

მადრიდის "რეალი" განსაკუთრებულად მოტივირებულია ფელიქსის გასაფორმებლად. შეგახსენებთ, რომ 2016-2017 წლის "უეფას" ახალგაზრდული ლიგის 1/2 ფინალებში, ფელიქსმა "ლოს ბლანკოსს" 2 გოლი გაუტანა. მაშინ "ბენფიკამ" "თეთრებს" 4:2 ანგარიშით სძლია.

ინფორმაციის წყაროები: იტალიური გამოცემა "Tuttosport" და ბრიტანული გამოცემა "ESPN".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა