ვინ არის 21 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის გაფორმებასაც "რეალი" აქტიურად ცდილობს?

image


მადრიდის "რეალი" "ფიორენტინას" ვინგერით ფედერიკო კიეზათი დაინტერესდა.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იტალიის ეროვნული ნაკრების წევრია, "სანტიაგო ბერნაბეუს" შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიაშუროს.

აღინიშნება, რომ მომავალში კლუბის დატოვების სახით, "ფიორენტინა" უკვე შეეგუა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის დანაკლისს, თუმცაღა, "სერია ა"-ში მოასპარეზე კლუბი მას 60 მილიონ ევროზე ნაკლები თანხის სანაცვლოდ არ დათმობს.

კიეზას მიმართ ინტერესს ისეთი წამყვანი კლუბებიც ავლენენ, როგორებიც არიან "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი", მიუნხენის "ბაიერნი", "ნაპოლი" და "ინტერი".

მიმდინარე სეზონში, "ფიორენტინას" რიგებში, ფედერიკომ 24 მატჩი ჩაატარა. მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. ამასთან, ბოლო 5 მატჩში, მან მეტოქე გუნდების კარი 7-ჯერ აიღო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა ვინგერის მოქმედი კონტრაქტი "იებთან" 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

ინფორმაციის წყარო: იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა