გაიცანით ბუნდესლიგის ბომბარდირი, რომელიც სულ მალე შესაძლოა "ბერნაბეუზე" ვიხილოთ

image


ლუკა იოვიჩი - ეს არის ის ფეხბურთელი, რომლის გაფორმებასაც "ლოს გალაქტიკოსი" შეეცდება და რომელსაც მადრიდის "რეალი" ფორვარდის პოზიციის დაკავების გრძელვადიან ალტერნატივად განიხილავს.

ამ მომენტისათვის, 21 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" ეკუთვნის, მაგრამ ფრანკფურტის "აინტრახტში" იჯარის წესებით ასპარეზობს. ამ უკანასკნელს ფეხბურთელის ყიდვის ალტერნატივაც გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში, კლუბს მასში 6-დან 12 მილიონ ევრომდე საფასურის გადახდა მოუწევს. დიდი ალბათობით, "აინტრახტი" სწორედ ამ გადაწყვეტილებასვე მიიღებს.

მოთამაშე ბოსნიელია, მაგრამ სერბული პასპორტი აქვს. იგი თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობს და მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდეა ძალაში. გერმანულ კლუბთან ერთად, ლუკამ 25 თამაშში 18 გოლი გაიტანა - 13 "ბუნდესლიგაში", 5 კი ევროპის ლიგაზე. მიმდინარე სეზონში, იგი "ბუნდესლიგის" ნამდვილი აღმოჩენაა.

სწორედ ამ ფეხბურთელისკენ მიმართა მადრიდის "რეალმა" მთელი ყურადღება, მაგრამ სწრაფი მოქმედებაც მართებს, რადგანაც ლუკათი მიუნხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული. იოვიჩი მოქნილი ფორვარდია, ფრიად მობილურია, მრავალფეროვნად თამაშობს და გოლებიც ეფექტურად გააქვს. აი, ასეთ მოთამაშეს ეძებს "სამეფო კლუბი", რომლითაც საჭიროების დროს კარიმ ბენზემას ჩაანაცვლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ლოს ბლანკოსს" ბრაზილიელი ფეხბურთელი, 18 წლის როდრიგო ზაფხულში შემოუერთდება, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება მისთვის მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება.

ინფორმაციის წყარო: ესპანური ყოველდღიური სპორტული გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა